უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ კულება Twitter-ში წერს.
კულება აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია, ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვების.
„ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და მტკიცედ უარყო ნებისმიერი მცდელობა ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენების“, - დაწერა კულებამ. მისი თქმით, აშშ რჩება უკრაინის საიმედო პარტნიორად, რომელიც კონცენტრირებულია უკრაინის გამარჯვებასა და სამართლიანი მშვიდობის დამყარებაზე.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის სასწრაფო და გრძელვადიანი საჭიროებები, რომლის უზრუნველყოფაც პოლონეთს შეუძლია. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯები უკრაინის მიმართ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე,“- აღნიშნა კულებამ.