უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შტაბი კონტრშეტევის დაწყების გადწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის მდივანმა ოლექსი დანილოვმა გერმანულ ტელარახ ARD-ის ეთერში განაცხადა.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი ცოტაა“, - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინა იმყოფება მუდმივ კონტაქტში თავის მნიშვნელოვან მოკავშირეებთან, აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და პოლონეთთან, მაგრამ მონაცემები ამა თუ იმ ოპერაციების ჩატარების, ჩართული ქვედანაყოფების რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ სრულიად გასაიდუმლოებულია.