საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაიგზავნა.
აღნიშნულის შესახებ ხაჭაპურიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„სააკაშვილის საქმე წავიდა სტრასბურგში“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე.
მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნის შესახებ ასევე განაცხადეს გიული ალასანიამ და გიორგი ჩალაძემ.
"დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი," - განაცხადა გიული ალასანია.