მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა, - ინფორმაციას გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ.
"დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი," - განაცხადა გიული ალასანია.
საჩივრის დეტალებთან და შინაარსთან დაკავშირებით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ისინი არ საუბრობენ.