აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მებრძოლთა სიაში 3 ფეხბურთელიღა დარჩა. წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კოტდივუარისა და ლონდონის "ჩელსის" თავდასხმელი დიდიე დროგბა, მილანის "ინტერისა" და კამერუნის ნაკრების თავდასხმელი სამუელ ეტოო და "სანდერლენდის" განელი თავდასხმელი ასამოა გიანი იბრძოლებენ.
მათ "ბარსელონას" მალელი ნახევარმცველი სეიდუ კეიტა და "ჩელსის" კოტდივუარელი ფორვარდი სალომონ კალუ გამოაკლდათ.
აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც 53 აფრიკული ნაკრების მწვრთნელები და სპორტული დირექტორები გამოავლენენ, ცნობილი 20 დეკემბერს გახდება.