რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში, საცხოვრებელ სახლზე ავიაიერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად სახლი მთლინად დაინგრა.
ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.
„რუსებმა ავდიივკა ნანგრევებად აქციეს. დღეს ქალაქი მორიგი ავიადარტყმის ქვეშ მოექცა. დაინგრა კიდევ ერთი მრავალსართულიანი სახლი“, - განაცხადა კირილენკომ.
მისი თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მაცხოვრებლების ევაკუაცია მანამდე განხორციელდა.
კირილენკოს თქმით, ავდიივკაში ამ დრომდე კიდევ 1800-მდე ადამიანი რჩება, რომლებიც ყოველდღიურად რისკავენ თავიანთი სიცოცხლით.
მან მოსახლეობას ფრონტისპირა ქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.