სამხრეთ ავღანეთში, თავდასხმის შედეგად, ნატოს ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ BBC იუწყება ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალებზე (IშAF) დაყრდნობით.
ISAF ამ ეტაპზე თავს იკავებს გაახმაუროს თუ ვინ მოახდინა ნატოს ჯარისკაცებზე თავდასხმა და რა ეროვნების ჯარისკაცები დაიღუპნენ.
2010 წელს ავღანეთში 670-ზე მეტი საერთაშორისო ჯარისკაცი დაიღუპა. ეს რიცხვი 2009 წელთან შედარებით დაახლოებით 168-ით მეტია. 2009 წელს დაღუპულთა რაოდენობამ 502 შეადგინა.