საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში „ახლა საბრძოლო ამინდია“ და მოლაპარაკების დრო არ დამდგარა.
ამის შესახებ მაკრონმა ჩინეთში გამართული ვიზიტის პარალელურად გამოცემა Les Échos-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ჩინეთის დაკვირვებაც იგივეა. კერძოდ, რომ დღეს ომის ამინდია. უკრაინელები წინააღმდეგობას განაგრძობენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკების დრო არ არის“, - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ჩინეთთან დიალოგის მიზანი საერთო მიდგომების კონსოლიდაციაა და მან ოთხი მიზანი დაასახელა.
მისი თქმით, ჩინეთთამ მისი დიალოგი მიზანი საერთომიდგოების კონსოლიდაციაა. და მან ოთხი მიზანი დაასახელა.
"ესაა ჩინეთთან დიალოგის მიზეზი: საერთო მიდგომების კონსოლიდაცია. მკაფიო შეხსენება ბირთვულ ძალაზე, სწორედ ჩინეთმა უნდა დაასკვნას შედეგები იმ ფაქტიდან, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბელარუსში რამდენიმე დღის წინ ბირთვული იარაღი განათავსა, მას შემდეგ, რაც პირობა დადეს, რომ ამას არ იზამდნენ. მესამე: ძალიან ცხადი შეხსენება ჰუმანიტარული სამართლისა და ბავშვების დაცვაზე. და მეოთხე: მოლაპარაკებებისა და ხანგრძლივი მშვიდობის სურვილი", – თქვა მაკრონმა.