აჭარის მთავრობამ თურქი ბიზნესმენებისთვის შემოსავლების სამსხურის "ახალი კურსის" გაცნობა დაიწყო.
ამ მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე თურქ ბიზნესმენებს უკვე შეხვდა და სარფის გამშვები პუნქტისა და ადლიის გეზ-ის მშენებლობაზე ესაუბრა.
თურქმა ბიზნესმნება დაპირება მიიღეს, რომ უახლოეს მომავალში საბაჟო სამსახურები გამარტივებული და უმაღლესი დონის მომსახურებას შესთავაზებენ.
თურქეთის გენკონსულმა ბიზნესმენებს უფრო მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა.
"ბათუმში გაიხსნა ირანის საკონსულო, ხოლო მალე აზერბაიჯანის კონსული შეუდგება მოვალეობის შესრულებას, რეგიონის მიმართ დაინტერესება დღითი-დღე იზრდება და მოგიწოდებთ თურქული ინვესტიციების მოწინავე პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას, თქვენს წინაშე არსებული საკითხების დროულად ჩვენთან მოტანას მათი გადაჭრის მიზნით",- განცხაა ბიზნესმენებთან შეხვედრისას გენკონსულმა თუღრულ ერჯან ოზთენმა.