საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ხეთაგური ანკარაში თავის თურქ კოლეგას, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს თანერ ილდიზს შეხვდება.
ენერგატიკის სამინიტროს პრეს სამსახურის ინფომაციით, მინიტრების შეხვედრის მთავარ თემას შავი ზღვის 400/500კვტ ელექტროგადამცემი ხაზის - ახალციხე-ბორჩხას მონაკვეთის მშენებლობა წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგემილია მოლაპარაკებები შეთანხმების პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ვაჭრობის წესებსა და პირობებს.
ხეთაგურთან ერთად თურქეთში "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავჯდომარე სულხან ზუმბურიძეც იმყოფება.
ელერგეტიკის მინისტრი თურქეთიდან ხვალ, 13 დეკემბერს დაბრუნდება.