უკრაინამ რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული კიდევ 31 ბავშვი დაიბრუნა, ინფორმაციას ორგანიზაცია Save Ukraine ავრცელებს. ბავშვები თავიანთ ოჯახებს მას შემდეგ დაშორდნენ, რაც ისინი რუსეთში უკანონოდ გაიყვანეს.
ორგანიზაციის განცახდებით, ახლა ბავშვები უსაფრთხოდ არიან, თუმცა საჭიროებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დახმარებას.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, „რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ ოკუპანტებმა ქვეყნიდან 19 349 ბავშვი გაიყვანეს, მათგან სამშობლოში უკვე 360 ბავშვი დააბრუნეს.