რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანლის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინა „გაქრება, რადგან არავის სჭირდება“.
მედვედევი პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სათაურით „რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება“.
მისი თქმით, უკრაინა ასევე „არ სჭირდება” ევროპას, აშშ-ის აფრიკასა და ლათინურ ამერიკას, აზიასა და რუსეთს.
ბოლოს მედვედევი ამბობს, რომ თითქოს „უკრაინა არ სჭირდება უკრაინელებს". მედვედევი ამას ამბობს ხალხზე, რომელიც უკვე 400 დღეზე მეტია რუსეთის არმიისგან ქვეყანას თავგანწირვით იცავს.