სოციალურ ქსელში ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელულ კადრებში ჩანს, როგორ უპირისპირდებიან კრიმინალური ჯგუფები ერთმანეთს და დამიზნებით ესვრიან ავტომობილს, სადაც სავარაუდოდ, ადამიანი იმყოფება. უცნობია, არიან თუ არა დაზარალებულები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.