ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლდბრუკი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ექიმებმა ოპერაცია უკვე დაასრულეს.
ჰოლდბრუკს აორტა ჰქონდა დაზიანებული. ახლა ის ვაშინგტონში, საავადმყოფოში იმყოფება და მასთან ერთად, მისი ოჯახის წევრები არიან.
ჰოლდბრუკის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სხვა დეტალები არ ვრცელდება.