კოსოვოში, დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია.
ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი 27 სექტემბერს, პრეზიდენტ ფატმირა სეიდიუს გადადგომის შემდეგ დაიწყო.
არჩევნებში მონაწილეობას 29 პოლიტიკური პარტია იღებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.
როგორც BBჩ იუწყება, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანში კოსოვოს დემოკრატიულ პარტიას აქვს. თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი დიდი უპირატესობით ვერ გაიმარჯვებენ.