ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფოიერვერკების გაყიდვა აკრძალა.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც აღნიშნულთან დაკავშირებით სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი ვალიევმა ე.წ. ბრძანება გამოსცა.
"რესის" ინფორმაციით, ფოიერვერკების ამოსაღებად ე.წ. სამართლადამცველებმა სავაჭრო ობიექტებში რეიდების ჩატარება დაიწყეს და იმ შემთხევაში თუ მოხდება აკრძალულის პროდუქციის აღმოჩენა, გამყიდველებს ადმინისტრციული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ამოღებული პრიდუქციას კი სეპარატისტები ახალ წლამდე გაანადგურებენ.