მექსიკაში, ქალაქ ტეკლიტანში ნარკოკარტელის ორ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა.
სროლა დაჯგუფებებს შორის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხდა, როდესაც წმინდა მარია გვადალუპეს დღის აღსანიშნავად ხალხი შეიკრიბა.
დღესასწაულის მიმდინარეობისას ერთ-ერთი დაჯგუფლების წევრი მეორე ნარკოკარტელის წევრს თავს დაესხა, რის შემდეგაც სროლა დაიწუო. დამნაშავეებმა ხალხის ბრბოში ყუმბარა ისროლეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, ნარკოკარტელის დაჯგუფებების ძალების შესუსტება და საპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე კვირას მექსიკის პოლიციამ მათი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელმძღვანელი მოკლა.