სულ მცირე ოთხი არასრუწლოვანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ბრაზილიის ქალაქ ბლუმენაუსი საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი საბავშვო სახლში ცულით შეიარაღებული შეიჭრა. თავდასხმის დროს შენობაში 40-მდე ბავსვი იმყოფებოდა. კლინიკის წარმომადგენელთა თქმით, დაშავებულები, რომლებიც მათ საავადმყოფოში შეიყვანეს, სამ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი საბავშვო ბაღში ღობიდან გადავიდა და იქ მყოფებისთვის ზანის მიყენება დაიწყო. შემდეგ კი პოლიციაში გამოცხადდა, სადაც დააკავეს.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ თავდასხმას საზარელი აქტი უწოდა.
“არ არსებობს ამაზე დიდი ტკივილი, ვიდრე სშვილებისა და შვილიშვილების დაკარგვაა, მით უფრო, რომ ეს არის ძალადობის აქტი უდანაშაულო და დაუცველი ბავშვების წინააღმდეგ, ფიქრებით ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებთან ვარ, ვლოცულობ მათზე“, - წერს ის „ტვიტერში“.