ხულო-ქედლების საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი და ბათუმისა და გოდერძის უხელტეხილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულებულია.
საავტომობილო მონაკვეთები საქართველოს რეიონალური განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გახსნეს.
გზის 5 კილომეტრიან გზაზე ცემენტი-ბეტონის საფარი დაიგო და გაკეთდა ხელოვნური ნაგებობები. ორივე ობიექტზე 100 ადამიანი დასაქმდა და მათი უმრავლეობა ადგილობრივები არიან.
"ამ გზის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზის იქით რამდენიმე სოფელია, რომელსაც გზა საერთოდ არ ჰქონია. ვთვლი რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა", - განაცხადა რამაზ ნიკოლეიშვილმა.