თურქეთში, ანკარა-სტამბულის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ავარიის გამომწვეი მიზეზი შეიძლება ძლიერი ნისლი და მოყინული გზა გამხდარიყო, რომლის შედეგადაც ერთმანეთს ათამდე ავტომანქანა და რამდენიმე სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადავარდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ამ დროისთვის უცნობია დაზარალებულებს შორის არიან თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეები.