ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ WikiLeaks -ში გამოქვეყნებული მასალების გამო მექსიკის პრეზიდენტს ფელიპე კალდერონს და თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ახსანა-განმარტება ჩააბარა.
თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, WikiLeaks გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით, ბარაკ ობამა მექსიკის პრეზიდენტს და თურქეთის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა.
"პრეზიდენტმა ობამამ საიტის მოქმედების გამო მწუხარება გამოთქვა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობას ამ ფაქტმა ხელი არ უნდა შეუშალოს. ასევე პრეზიდენტებმა განიხილეს ის სიძნელეები, რომლებიც ჭიკიLეაკს მიერ გამოქვეყნების შემდეგ წარმოიქმნა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ეს ქვეყნების თანამშრომლობაზე არ უნდა აისახოს", - აცხადებენ თეთრ სახლში.
ამასთან, პრეზიდენტები შეთანხმდნენ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდე ბრძოლის ერთობლივ გაგრძლებაზე და აღნიშნეს, რომ აშშ მექსიკის პარტნიორად დარჩება.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერის სატელეფონო საუბარს. ობამამ ერდოღანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება შესთავზა.
"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ საკითხების ფართო სპექტრზე მუშაობას, ამასთან მხარებმა აღნიშნეს, რომ WikiLeaks მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს და ხელისშემშლელ ფაქტორად არ უნდა იქცეს თანამშრომლობის კუთხით", - აცხადებენ თეთრი სახლის პრესსამსახურში.
შეგახსნებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ სკანდალურმა ვებ-გვერდმა WikiLeaks გამოაქვეყნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა, სადაც ევროპელი ლიდერები შეურაცხმყოფელი ეპითეტებით არიან მოხსენიებული.