დღეს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში არასანქცირებულ მიტინგზე ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა იმისათვის, რათა 6 დეკემბერს ღამით, კავკასიელების მიერ მოკლული გუნდ "სპარტაკის" გულშემატკივრის ეგორ სვირიდოვის ხსოვნისათვის პატივი მიეგოთ.
წესრიგს მიტინგებზე მილიციის გაძლიერებული დანაყოფები იცავდნენ. მოსკოვში გამართულ მიტინგზე კავკასიელებსა და გულშემატკივრებს შორის ჩხუბი დაიწყო, რის გამოც სამართალდამცავებმა "ომონი" გამოიძახეს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში, მანეჟის მოედანზე შეხლა-შემოხდა აქციის მონაწილეებსა და "ომონის" წევრებს შორისაც დაიწყო.
"ისმის სროლები ტრავმატული იარაღიდან, ჯერ ჯერობით უცნობია თუ რომელმა მხარემ გამოიყენა პირველმა იარაღი. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც და ათობით დაკავებულებიც", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები