დღეს, 12 დეკემბერს, მოსკოვში, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინისა და მისი მთელი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი გაიმართება. მიტინგი 12:00 საათზე პუშკინის მოედანზე გაიმართება.
ორგანიზატორებს მიტინგის ჩატარება მოსკოვის მერიასთან შეთანხმებული აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიციური ინტერნეტგვერდის "ხუთი მოთხოვნის კომიტეტი" ავრცელებს, რომელიც ხელსუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
პუტინის გადადგომის გარდა, ოპოზიციონერების მოთხოვნებთა ნუსხაში შედის - რუსეთის დუმისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დათხოვნა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მილიციისა და სპეცსამსახურებს განახლება და "გამჭვირვალე ბიუჯეტი, რომელიც ხალხისა და ქვეყნის განვითარების სამსახურში იქნება".
აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციამ წინა მიტინგი 23 ოქტომბერს ჩაატარა. მაშინ პუშკინის მოედანზე აქციის ორგანიზატორთა თქმით 2 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მოსკოველმა სამართალდამცავებმა კი განაცხადეს, რომ მიტინგს მხოლოდ 300 ადამიანი ესწრებოდა.
"ხუთი მოთხოვნის კომიტეტში" 17 ოპოზიციური პარტიისა და უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიან.