ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი შესაძლოა რუსეთის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკისათვის გამოყოფილი ფედერალური თანხების მესამედს ითვისებდეს - წერდა ვაშინგტონს აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში უილიამ ბერნსი. ყოველივე ეს ინტერნეტ-გვერდის WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მასალებიდან ირკვევა.
გრიფით "კონფედენციალურად" გამოქვეყნებული დეპეშაში არის ანალიზი ჩეჩნეთში ვლადიმერ პუტინის მიერ განხორციელებული სტრატეგიისა. საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება ჩეჩნეთში გადაცემული აქვთ "ყოფილ სეპარატისტებს, რომლებიც მზად არიან რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცონ".
თუმცა, აღნიშნავს ელჩი, აქ არის ორი პრობლემა - პირველი - ჩეჩნეთის ხელისუფლებამ შეძლო და ჩაახშო "ჯიჰადისტები" მხოლოდ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მათ მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში ფეხი მოიკიდეს და მეორე - რუსეთს ჩეჩნეთში არც თუ ისე მცირე სამხედრო კონტიგენტი ჰყავს, იმისათვის რათა ამ ექს-სეპარატისტებმა წინდებული "ექს" ჩამოიცილონ. რამზან კადიროვი კი მთელი იმ თანხის მესამედ ნაწილს ითვისებს, რომელიც ჩეჩნეთის აღდგენისათვის არის მიმართული და ეს ბერნსის აზრით - "არის საფასური იმისა, რომ ყველაფერი მშვიდად იყოს".
ამას გარდა, ბერნსის კონფიდენციალურ გზავნილში ასევე არის ვარაუდი იმისა, რომ აჰმად კადიროვის მკვლელობა, რომელიც ოფიციალური ვერსიით ჩეჩენი ბოევიკების მიერ იყო განხორციელებული შესაძლოა ყოფილიყო ფედერალების პასუხი ჩეჩნეთის ყოფილი მეთაურის მისწრაფებაზე ეკონტროლებინა ჩეჩნური ნავთობი.
მასალის გამოყენების პირობები