კახეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს. სასამართლომ მის აღკვეთ ღონისძიებაზე გუშინ იმსჯელა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, იმავე სახლში კი ქირით იყო ოჯახის ნათესავი კაცი, რომელიც არასრულწლოვანზე სისტემატიურად ძალადობა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.