ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს და საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა უნდა დაიწყოს.
"ჩვენი მოკავშირეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს ირგვლივ არსებულ სიტუაციას კარგ მაგალითად განიხილავენ და თვალყურს ადევნებენ იმას დაუჭერს თუ არა აშშ თბილისს მხარს", _ განაცხადა რესპუბლიკელმა მაკკეინმა.
მისივე თქმით, საქართველოს ირგვლივ არსებულ სიტუაციას ასევე ყურადღებით აკვირდება რუსეთი.
"რუსეთიც ასევე ძალიან დიდი ყურაღებით აკვირდება თბილისის ირგვლივ არსებული სიტუაციის განვითარებას. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და აი უკვე ორი წელიწადია, რაც რუსეთის პოზიციის გათვალისწინებით, საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა დამტკიცებული არ არის. ეს უნდა შეიცვალოს და როგორც მინიმუმი საქართველოს რადარები უნდა მივაწოდოთ", _ აცხადებს მაკკეინი, რომლიც სიტყვებსაც "ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს.