ჰოლივუდში ინტერნეტ-გვერდ " WikiLeaks "-ის დამფუძნებელზე ჯულიან ასანჯზე ოთხ ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული შოუ-ბიზნესის ინტერნეტპორტალი "WRAP"-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი პროექტის რეჟისორი ცნობილი ამერიკელი დოკუმენტალისტი, ფილმ "ფარენგეიტ 9/11" ის ავტორი მაიკლ მური იქნება. მან უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ რომ ასანჯს მხარს უჭერს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავის ახალ ფილმში მური აპირებს ყურადღების ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ხდება სხვა და სხვა ქვეყნების მთავრობების მიერ თავიანთ მაქინაციებში ისეთი ადამიანების ჩათრევა, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იციან. თავისი ახალი ფილმისათვის მური ასევე აპირებს ახალი საიდუმლო დოკუმენტებისა და მონაცემების მოძიებას.
ყველა ფილმის ბიუჯეტმა ერთად შესაძლოა შვიდიდან - ასი მილიონი აშშ დოლარი შეადგინოს. მაიკლ მურის გარდა, ამ პროექტებში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმა როგორებიც არიან: სტივენ გეგანი, ჯონ კამერონ მიტჩელი და როლანდ ემმერიხი, რომელმაც ფილმი-კატასტროფა "2012" გადაიღო.
ასანჯის როლის შესრულებაზე განიხილება სამი კანდიდატი - ლაიემ ნისონი, აარონ ეკხარტი და ბრედ პიტი. მომავალი ფილმების ჟანრები კი იქნება - სათავგადასავლოდან დოკუმენტალურამდე.
შეგახსენებთ, რომ თავად ჯულიან ასანჯი ამჟამად ლონდონში პატიმრობაში იმყოფება. მისმა ინტერნეტ-გამოცემამ "ჭიკიLეაკს"-მა მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში მდებარე აშშ-ს საელჩოების დიპლომატების ვაშინგტონთან საიდუმლო მიმოწერა გამოაქვეყნა.