დიდთოვლობის გამო, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გერმანიის აეროპორტებში 450-მდე რეისი გაუქმდა.
საფრენი ბილიკები მოყინულია. უხვი ნალექის გამო ფრენები ქვეყნის ყველა აეროპორტში გააუქებულია. მარტო დღეს გერმანიაში 40 ავიარეისი გადაიდო.
უამინდობის გამო ქვეყანაში სარკინიგზო მიმოსვლაც პარალიზებულია.
დიდთოვლობაა ესპანეთშიც. ამის გამო ქვეყანაში საგზაო ავტომაგისტრალებზე გადაადგილება შეჩერებულია.
უამინდობის გამო 4 ათასამდე საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ესპანეთის ხელისუფლება ახლა ცდილობს დენი საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს მაინც აღუდგინოს.