პანამაში აუმინდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობისა და ღვარცოფების გამო ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. განადგურებულია 450-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 5 ათასამდე ადამიანმა კი საცხოვრებელი იძულებით დატოვა.
სტიქიასთან საბრძოლველად მთავრობამ პანამის სრუტე გადაკეტა.
უამინდობაა პანამის მეზობელ ქვეყნებში - ვენესუელასა და კოლუმბიაშიც.