ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის განცხადებით, პეკინი ომისთვის ემზადება. Foreign Affairs-ის ცნობით, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს, საერთო ჯამში, ჩინეთის ლიდერმა ომისთვის მზადყოფნის თემა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში გამოიტანა.
გამოცემა ეჭვობს რომ ბოლო გამოსვლების გათვალისწინებით, სი ძინპინი მზად არის ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ გამოსვლაში სი ძინპინმა თავის გენერლებს „მამაცურად ბრძოლისკენ“ მოუწოდა.
ჩინეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2-პროცენტიანი ზრდა, რომელიც გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
პეკინი ასევე გეგმავს, რომ ქვეყანა ნაკლებად დამოკიდებული გახდეს უცხოური მარცვლეულის იმპორტზე.
„სავარაუდოდ, ჯერ ნაადრევია საუბარი, რას ნიშნავს ეს მოვლენები. კონფლიქტი არ არის წინასწარ განსაზღვრული ან გარდაუვალი. მაგრამ პეკინში რაღაც შეიცვალა ისე, რომ მსოფლიოს პოლიტიკოსები და ბიზნეს-ლიდერები თავს ამის უგულებელყოფის უფლებას ვერ აძლევენ. თუ სი ამბობს, რომ ემზადება ომისთვის, სისულელე იქნებოდა, ამ სიტყვების დაუჯერებლობა“, - წერს გამოცემა.