საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს.
„იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და შენარჩუნების პროცესში.
ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელებული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის - სანდოობა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია;
საქართველოს პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია შესაძლებელი.
ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.