იტალიაში, ქალაქ ბარიში, 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქალს ჭრილობები შუა ხნის კაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.
დანაშაულის მოტივი უცნობია. ქალი კლინიკაში გადაყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.