ფორმულა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, სანამ ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ, რომ თურმე ვიღაცა ვიღაცას სახლში მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, ჩვენ სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფორმულას შეკითხვის პაუხად, რომელიც თათია სამხარაძის სახლთან პოსტივის გადამღები ჯგუფების ეხებოდა.
“კიდევ ერთხელ გეუბნებით, ფორმულა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, სანამ შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცა ვიღაცას სახლში მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, იმიტომ, რომ ჩვენი სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული, თუ ღმერთი არ გწამთ, სამჯერ არ დაფიქრდეთ, ხუთჯერ დაფიქრდით“ - თქვა მინისტრმა.