27 მარტს, დილით, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ მელიტიპოლში რამდენიმე აფეთქება მოხდა - დაზიანდა შენობა, სადაც ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული.
ამის შესახებ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი Telegram-ზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
ამასთან, ოკუპანტები აცხადებენ, რომ „საარტილერიო ცეხცლის“ შედეგად ნაწილობრივ დაინგრა მრავალპროფილურ კოლეჯთან მდებარე შენობა და დაზიანდა რამდენიმე ნაგებობა, მათივე თქმით, დაშავდა ოთხი ადამიანი.