ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს მორიგ საინფორმაციო ოპერაციას უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვულ იარაღის განთავსების გეგმებზე ილაპარაკა, მან ასევე თქვა, რომ 2023 წლის ბოლოს ქვეყანა 1600-ზე მეტი ტანკის წარმოებასა და მოდერნიზებას აპირებს.
ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პუტინი აჭარბებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მობილიზების შესაძლებლობას იმ მიზნით, რომ შექმმას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შემდგომი წინააღმდეგობა და უკრანისთვის დასავლეთის დახმარება უშედეგოა.
რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შეფასებისას, პუტინი ამტკიცებდა, რომ დასავლეთს მოუწევს მსხვერპლის გაღება სამოქალაქო პროექტების ხარჯზე, რათა გაზარდოს სამხედრო წარმოება. ISW ამ განცხადებას უსაფუძვლოდ მიჩნევს, მაშინ როცა აშშ-ის მშპ 10-ჯერ აღემატება რუსეთის მშპ-ს, ერთად აღებული ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკა კი - ხუთჯერ.
ექსპერტების აზრით, ცხადია, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, დიდი თანხების დახარჯვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინის დახმარებისთვისაა საჭირო, თუმცა არჩევანი, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არ არის იმაზე რთული, ვიდრე ის, რასაც რუსეთი აწყდება. რესურსებისა და წარმოების სიმძლავრის ბალანსი დასავლეთის სასარგებლოდაა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი კი უიმედოდ ჩამორჩება დასვლეთის პოტენციალს.
ISW-ს ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ცდილობს დასავლეთი დაარწმუნოს, რომ უკრაინის დასახმარებლად მცირე პოტენციალი მიმართოს და ამაოდ ამტკიცებს, რომ დასავლეთის პოტენციალი რუსეთისას ვერ შეედრება. თუმცა ექსპერტების აზრით, სწორედ რუსეთს დასჭირდება ეკონომიკის სამხედრო დროზე გადართვა უკრაინაში საომარი მოქმედებენის მხარდასაჭერად (რისი თავიდან აცილებაც პუტინს სურდა), მაშინ როცა დასავლეთს შეუძლია უკრაინის დახმარების გაგრძელება, ისე, რომ თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებაზე არ გადაიყვანოს.
რუსეთში ტანკების ერთადერთი მწარმოებელი „ურალვაგონზავოდია“, რომელიც თვესში 20 ტანკს აწარმოებს. ასეთი ტემპებით პუტინის მიერ დასახული მიზნების მიღწევას ექვს წელზე მეტი დასჭრდება და არა ერთი წელი. ექსპერტების აზრით, „ურალვაგონზავოდმა“ საეჭვოა, რომ სწრაფად გაზარდოს ტემპები.
ანალიტიკოსები პუტინის განცხადებას „საინფორმაციო ოპერაციას“ უწოდებენ, რომლის მიზანია შექმმას მძლავრი საბჭოთა სამხედრო მრეწველობის აურა. მისი სიტყვები არ ასახავს რუსეთის რეალობას და არ შეესაბამება ეკონომიკური სიძლიერისა და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის ბალანსს რუსეთსა და დასავლეთს შორის.
ინსტიტუტი საინფორმაციო ოპეარციას“ უწოდებს პუტინის გეგმებს განათავსოს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ უკრაინაში გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალის გაგზავნაზე. ამავდროულად, პუტინი უარყოფს დასავლეთის განცხადებას, რომ ასეთი საბრძოლო მასალა არ შეიცავს რადიოაქტიურ კომპონენტებს. პუტინის არგუმენტები სიმართლეს არ შეესაბამება - აცხადებენ ინსტიტუტში.