„თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მინდა, გაიაზროთ ეს და გაითავისოთ. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან რთულ დროს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის და მადლობა, მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისად, ეს ვალდებულება არის პასუხისმგებლობა და ძალიან გამიხარდება, თუ ამას ისევე მიიღებთ, როგორც ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს“, - მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო მინსკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა, როცა იქ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბჟანია ჩავიდა. ასევე კარგი იქნებოდა ტატუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირზე საჯარო რეაქცია ჰქონოდა.
„ამით არაფერი მოხდებოდა, ომს ნამდვილად არ დაიწყებდა რუსეთი ამის გამო, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.