ქალაქ სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციამ და აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩომ რუსეთის საელჩოსათვის 99 წლის ვადით მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
"საელჩოს შენობების ასაშენებლად მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის შესახებ" ლაკობას ქუჩასა და კოდორის გზატკეცილზე შეთანხმებას ხელი რუსეთის მხრიდან რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა აფხაზ სეპარატისტთა მხრიდან კი სოხუმის ე.წ. მერმა ალიას ლაბახუამ მოაწერეს.
ამასთან ერთად, რუსული მედიის ინფორმაციით, სოხუმის მერმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში მოხდა, დასახელებული მიწის ნაკვეთები რუსულ მხარეს 99 წლის ვადით გადაეცა.
"რუსეთი, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ჩვენს მიწაზე და იგი ააშენებს სოხუმის ცენტში და სინოპში თანამედროვე შენობებს, რომლებიც ქალაქის არქიტექტურაში ჩაეწერება", _ აცხადებს ლაბახუა.