გამიზნულია, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ან ციხეში ან გლდანის მე-18 ე.წ. სამკურნალო დაწესებულებაში, რაც მისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
"თუ დააკვირდებოდით, ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებდით ყოველგვარი განცხადების გაკეთებისგან, არავითარი აქტივობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. დღეს, ვივამედმა გაავრცელა ეს განცხადება. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია, კიდევ ახალი პროვოკაციაა დაგეგმილი სააკაშვილის მიმართ.
მე არ მგონია, რომ აქ საზღვარგარეთ გადაყვანაზე იყოს საუბარი, იმიტომ, რომ ამის შესახებ მე და სააკაშვილის ოჯახის წევრებს გვეცოდინებოდა. ეცოდინებოდა, თავად სააკაშვილის. ახლახან ვესაუბრე ქალბატონ გიულის და მისთვის მსგავსი რამ ინფორმაცია ცნობილი არ არის. პირიქით, გამიზნულია, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ან ციხეში ან გლდანის მე-18 ე.წ. სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
დღეს, კლინიკა „ვივამედმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით მიმართავს „პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა”. კლინიკის განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.