სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის იაროსლავ ნადის განცხადებით, პოლონეთი დათანხმდა უკრაინაში მიგ-29 ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ გაგზავნას და მოვიდა დრო სლოვაკეთის მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამასთან, ნადის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მოქმედებისთვის.
როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნებისადმი ახალი მიმართვის ფონზე თვითმფრინავების გადაცემის შესახებ, სლოვაკეთი განიხილავს შესაძლებლობას უკრაინას გაუგზავნოს 11-დან 10 მიგ-29 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც შეიარაღებიდან გასულ წელს მოიხსნა.