მერაბ დვალიშვილს სასტუმროში თავს დაესხნენ. ცოტ ხნის წინ, ქართველმა ჩემპიონმა "ინსტაგრამზე" თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც ის დასისხლიანებულია.
დვალიშვილი ვიდეოში ამბობს, რომ სასტუმროს ფოიეში გასაუბრების დროს მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მიეპარნენ და ცემა დაუწყეს.
„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“,- ამბობს დვალიშვილი ვიდეოში.