უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ბრძოლას ბახმუტისთვის, რათა გამოფიტონ „ვაგნერის“ ელიტური ქვედანაყოფები. ამის შესახებ ომის შემსაწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აცხადებენ.
ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა უკრაინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის ძალების შემადგენლობის გამო, რომლებიც დისლოცირებულები არიან ქალაქის რაიონში.
აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დასავლური მედიის ინფორმაციით, გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინა ელიტურ დანაყოფებს და დეფიციტურ აღჭურვილობას იყენებს „ვაგნერის“ ახალწვეულების წინააღმდეგ, რომლებიც „საზარბაზნე ხორცს“ წარმოადგენენ. ISW-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შენიშვნა ზოგადად გამართლებულია, რომელიც ამავდროულად ხაზს უსვამს, რომ ბრძოლისუნარიანი რუსი მსჯავრდებულების რეზერვი უსაზღვრო არ არის და ბახმუტში ათი ათასობით ასეთი სამხედროს განადგურება ნიშნავს იმას, რომ მათ გამოყენებას უფრო მნიშვნელოვან საბრძოლო ველზე არ აპირებენ.
ამასთან, ISW ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთის ძალები ბახმუტთან ცოტა ხნის წინ შეცვალა ტაქტიკა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართო უფრო მაღალი მომზადების სპეცდანაყოფები და რეგულარული ჯარის ელემენტები.
„ვაგნერი“ ბახმუტში სავარაუდოდ, კვალვ იყენებს პატიმრებს, თუმცა გაცილებით შეზღუდული რაოდენობით, ვიდრე გასულ თვეებში დიდი დანაკარგების გამო, რაც ახალწვეულებმა პირდაპირი შეტაკებების დროს განიცადეს. თუმცა „ვაგნერმა“ ბრძოლაში ჩართო თავისი საუკეთესო ჯარისკაცები, რომლებსაც ახაწვეულებთან ერთად უკრაინული ძალები ანადგურებენ.
„ბახმუტის ბრძოლამ, შესაძლოა, სერიოზულად დააზარალოს „ვაგნერის“ საუკეთესო ძალები. დაჯგუფების დამფუძნებლი ევგენი პრიგოჟინი ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებების თანახამდ, შიშობს, რომ რუსეთის თავდაცვის ძალები აწარმოებენ ბრძოლას ბახმუტისთვს „ვაგნერის“ უკანასკნელ მებრძოლამდე“, - აღნიშნავენ ISW-ში.