უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის დასაჯოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მსოფლიო საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დასაჯოს რუსეთი ომისთვის. და ჩვენ მივცემთ მსოფლიოს საკმარის გამბედაობას და საკმარის ინსტრუმენტს, რომ დასაჯოს {რუსეთი}. ჩვენ ყოველ კვირას თავდაჯერებულობა გვემატება.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც ხელს უწყობენ სამართლებრივი ურთიერთქმედების ქსელის ჩამოყალიბებას, რათა შესაბამისი განაჩენები კვლავ გამოცხადდეს და აღსრულდეს“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯონ რუსი მკვლელები, აგრესიის ყველა ორგანიზატორი, ყველა, ვინც რაღაც სახით მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს.
„და ეს არ არის უბრალო ოცნება სამართლიანობაზე. ეს არის სამუშაო, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ეს არის შეთანხმებები, რომლებსაც ჩვენ უკვე ვაღწევთ. ეს არის ინსტიტუტები, რომლებიც უკვე მუშაობენ და იმუშავებენ უფრო აქტიურად სამართლიანობის აღსადგენად, აგრესიაზე პასუხისმგებელი პირების დასასჯელად“, - განაცხადა ზელენსკიმ.