უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 462 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 930. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
აღნიშნულ მონაცემებს შეიცავს უწყების მორიგი ანგარისი უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, პროკურატურა ფლობს ინფორმაციას ომის 72 620 დანაშაულის შესახებ, ასევე ცნობებს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ 17000-მდე დანაშაულზე.
გამომძიებლებმა დაადგინეს 639 ეჭვმიტანილის ვინაობა. მათ შორის არიან რუსი მინისტრები, დეპუტატები, სამხედრო მეთაურები, ძალოვანი უწყებების ხელძღვანელები და რუსული სამთავრობო მედიის პროპაგანდისტები.