გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 150 შეტევა მოიგერიეს, ამასთან, რუსი ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობას არ წყვეტენ.
„მტერმა ძირითადი ძალისხმევა მიმართა შეტევითი მოქმედებებისკენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორის მიმართულებებზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენმა დამცველება მტრის150-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.
ამასთან, ვოლინის, პოლესკის, სევერსკისა და სლობოჟანის მიმართულებებზე ოპერატიული ვითარება არსებითად არ შეცვლილა, მტრის დაჯგუფებების შეტევები არ დაფიქსირებულა. გასულ დღე-ღამეში მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩერნიჰოვის ოლქის მედვედევკის დასახლებას, სუმის ოლქის 11 და ხარკოვის ოლქის 10-მდე დასახლებულ პუნქტს.
ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონბასისკენ. რუსეთი ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას. ISW-ის ანალიტიკოსების ცნობით, უკრაინელი სამხედროები, სავრაუდოდ, ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ეზადებიან.
ამასთან, უკრაინა ელოდება პარტნიორებისგან მძიმე ტექნიკას, მედიაში რეგულარულად ვრცელდება ცნობები უკრაინის ძალების მასშტაბური კონტრშეტევის მზადების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას დასჭირდება კიდევ რამდენიმე თვე, რომ მოემზადოს მასშტაბური კონტრიერიშისთვის და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.