ეს იყო არა „სამშვიდობო გეგმა“, არა რეზოლუცია, დეკლარაცია ან რამის ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, ჩინეთმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, თუმცასაკითხავია, რა არის ამ სიტყვებს მიღმა.
„ეს იყო არა „სამშვიდობო გეგმა“, არა რეზოლუცია, დეკლარაცია ან რამის ინფრასტრუქტურა, ვფიქრობ, ჩინეთმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. როგორც უკვე ვთქვი, კარგია, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, თუმცა საკითხავია, რა არის ამ სიტყვებს მიღმა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთის მიერ წარმოდგენილ „გეგმაში“ არის პუნქტები, რომლებიც ემთხვევა უკრაინის ინტერესებს.
„იქ ემთხვევა ტერიტორიული მთლიანობა. ვფიქრობ, იქ არის პატივისცემა ტერიტორიული. საუბარია ბირთვულ უსაფრთხოებაზე. ეს ემთხვევა მშვიდობისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც ჩემთვის გასაგებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, არის მოსაზრებები, რომლებსაც არ ეთანხმება. „თუმცა მიმაჩნია, რომ სწორია ფიქრი, რომ თუკი იქ არის მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულწილად ემთხვევა საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების საკითხების პატივისცემას, ამ სიტყვის ნორმალური მნიშვნელობით, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს და ამ პუნქტში ვიმუშაოთ ჩინეთთან, რატომაც არა? ჩვენი ამოცანაა, ყველას შეკრება ერთის იზოლირებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია "უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ".