დღეს, 9 დეკემბერს, მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფედერალური სააგენტოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტს შორის რუსეთ-სამხრეთოსეთს შორის ე. წ. სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტების კეთილმოწყობის სფეროსა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სეპარატისტთა მხრიდან ხელშეკრულებას ხელს ე. წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კაბისოვი მოაწერს, რუსული მხრიდან კი - "როსგრანიცას" ხელმძღვანელი დიმიტრი ბელოვი.