ხელვაჩაურის სუს-ის ყოფილი უფროსი, გენად სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სურმანიძე ბათუმიდან ჩაქვში საცხოვრებელ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.