კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კიდურები ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს.
როგორც ლამისყანაში ამბობენ, ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა.
"გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს," - ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.