საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საგარეჯოში ჩავიდა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, 49 წლის
მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში ცეცხლსასროლი იარაღით , 5 ადამიანი მოკლდა და 5 დააჭრა, ყოფილი სამხედროა.
“მამაკაცი ყოფილი სამხედროა. წამოსულია 2021 წელს. ნამყოფია ავღანეთშიც. რატომ წამოვიდა ჯერ ეს უცნობია”, - თქვა გომელაურმა. .
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის მაღალი სართულიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.
ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.