მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 იანვარს, 11 საათზე გაგრძელდება.
დღევანდელი სხდომა დასრულებულია.
მთელი დღის განმავლობაში პროცესზე ამერიკელი ნობელიანტი ექიმი ჯეიმს კობი და ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იკითხებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობა ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას და რომ მისი დიაგნოზები, პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველია.